4 მარტი,2011 |
„ელიტ ელექტრონიქსი" ქსელის გაფართოვებას განაგრძობს
5 მარტს „ელიტ ელექტრონიქსის" ქსელს რიგით ოცდამეცხრე მაღაზია შეემატება. (გახსნის ცერემონია 12 საათზე გაიმართება) კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ახალი მაღაზია ზესტაფონში აღმაშენებლის #85-ში, 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. კომპანია ახალ ობიექტში ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს.
გახსნის დღეს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდის BOSCH-ის ტექნიკაზე სპეციალურ აქციას შესთავაზებს.
„ფასდაკლების აქცია საგანგებოდ მაღაზიის გახსნას დავუკავშირეთ. მხოლოდ 5 მარტს, ახალი მაღაზიის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ BOSCH-ის საოჯახო პროდუქცია 40%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.
ამიერიდან კომპანია ზესტაფონის მცხოვრებლებს, ქსელის სხვა ობიექტების მსგავსად, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე ასეული დასახელების პროდუქტსა და პერმანენტულად, სხვადასხვა წამახალისებელ აქციას შესთავაზებს" - აცხადებს „ელიტ ელექტრონიქსის" გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი. მისივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე „ელიტ ელექტრონიქსის" ქსელი კიდევ გაფართოვდება და კომპანიას ჯამში 10 ახალი მაღაზია შეემატება.